საქრთველოს პოლიტექნიკური
ინსტიტუტის მიკროელექტრონიკის საინჯინრო ცენტრი (დირექტორი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
რაფიელ ჩიქოვანი) უფროსი ინჯინრის პოზიცია.
მიკროელექტრონიკის
საინჟინრო ცენტრი ჩამოყალიბდა საქრთველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1986 წელს. საიმჟინრო
ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე სამუშაოდ მიმიწვიეს 1987 წელს. ცენტრში მუშაობდნენ
თეორეტიკოსი ფიზიკოსები, მიკროელექტრონული ტექნოლოგიების წამყვანი სპეციალისტები და
სქემოტექნიკოსები. დაფინანსების მთავრ წყაროს წარმოადგენდა სამხედრო თემატიკისა და
დანიშნულების სამეცნიერო თემები, რომელთა შესრულებისას ხდებოდა მათი განშლა ცენტრის
შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებულ ჯგუფებში.
სქემოტექნიკოსთა
ოთხკაციანი ჯგუფის მიერ (ილარიონ იმნაძე, გია კაკაურიძე გიორგი გენებაშვილი, გიორგი
უთურაშვილი) რომლის ერთ–ერთი წევრი მეც ვიყავი, 1987 წელს თითქმის ერთი წლის მუშაობის შედეგად შემუშავებულ
და დამზადებული იქნა დაკვეთის შესაბამისად კოსმოსურ თანამგზავრზე ბაზირებისთვის სპეციალური
დანიშნულების რადიოელექტრონული იზრუნველყოფის მოდული, რომელიც წარმოადგენდა ციფული
და ანალოგური მოწყობილობების სინთეზს. რადიოელეკტრონიკასა და სქემოტექნიკაში წარმატებების
მიღწევაში დიდად დამეხმარა ის, რომ ვიყავი რადიომოყვარული ბავშვობიდან.
No comments:
Post a Comment