
საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებისადმი მოსწავლეთა დაინტერესებისა და ჩართულობის გასაზრდელად ეფექტურად
ვიყენებდი მიკროსკოპულ და მაკრო სამყაროს შორის კავშირების პოპულარულ დონეზე დისკუსიებს,
ლექციებს, დაკვირვებებს. განსაკუთრებულ ინტერესს მოსწავლეები ასაკის განურჩევლად ავლენენ
სამყაროს წარმოშობის მეცნიერული თეორიების მიმართ. ამ მიზნით შესაძლებლობის ფარგლებში
ფიზიკური მოვლენებისა და კანონების გლობალურ რაკურსში გადატანა ყოველთვის საინტერესოს
ხდის ერთი შეხედვით თითქოსდა უინტერესო ფიზიკურ მოვლენასაც კი.
მასწავლებლის
წამატებად მიმაჩნია თუნდაც რამოდენიმე წარმატებული მოსწავლე, რომლებმაც წარმატებით
დაამთავრეს ფიზიკის ფაკულტეტი, სწავლა და მოღვაწეობა განაგრძეს გერმანიისა და ევროპის
სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ნაწილი კი უცხოეთში სტაჟირებების გავლის შემდეგ მუშაობს
საქართველოში ულტრათანამედროვე აპარატურის ექსპლუატაციაზე სამეცნიერო, ტექნიკურ და სამედიციცინო დაწესებულებებში.
No comments:
Post a Comment